მდინარე ყვირილას წყლის ხარისხის კლასიფიკაციის განსაზღვრა
Main Article Content
ანოტაცია
საქართველოში, იმერეთის რეგიონის ჭიათურის მუნიციპალიტეტი ერთერთი მოწყვლადი წერტილია გარემოს დაბინძურების თვალსაზრისით. მუნიციპალიტეტის მთავარ პრობლემას წარმოადგენს სამთო-მოპოვებითი საქმიანობის (მარგანეცის წარმოება) ინტენსიფიკაცია. ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების შედეგად დიდი ზიანი ადგება მდინარე ყვირილას. მდინარის სისუფთავის დადგენა აუცილებელია, რადგან მდ. ყვირილას წყლით აწარმოებენ მოპოვებული მადნის გარეცხვას, რის შემდეგაც ჩამდინარე წყლები გაწმენდის გარეშე ჩაედინება მდ. ყვირილაში და ხდება მისი დაბინძურება.
აღებულ წყლის სინჯებში განისაზღვრა: ფიზიკურ-ქიმიური და ჰიდროქიმიური პარამეტრები, კერძოდ: pH, ელექტროგამტარობა, ბიოგენური ნივთიერებები - NO2-, NO3-, NH4+, PO43-, ძირითადი იონები, მინერალიზაცია, მძიმე ლითონები: Cu, Zn, Pb, Cd, Ni, Co და მანგანუმის საერთო ფორმა. მდ. ყვირილას წყლის სინჯები აღებული იყო ფონური და დაბინძურების წყაროს ქვემოთ.
კვლევის შედეგად მიღებულია დასკვნები:
- მდ.ყვირილას წყალი შპს „ანდრო“-ს ქვემოთ დაბინძურების ინდექსის მიხედვით მოხვდა „ძლიერ დაბინძრებულ“, ხოლო შპს „ჯრუჭულას“ ქვემოთ - „ბინძურ“ კატეგორიაში, რის საფუძველზეც მათ მიენიჭათ შესაბამისად წყლის ხრისხის მე-5 და მე-4 კლასი.
- მდ. ყვირილა ფონურ წერტილში მოხვდა ,,სუფთა“ კატეგორიაში და მიენიჭა წყლის ხარისხის პირველი კლასი.
Article Details
წყაროები
“The Impact of Extractive Industries on Developing Countries”, Friends of the Earth - Europe, 2007.http://www.foeeurope.org/corporates/Extractives/social.pdf.
Law of Georgia on the Safety of Hazardous Industrial Facilities, 10.12.1997.
Tsereteli E., Gobejishvili R., Bolashvili N., Gaprindashvili G., Nanobashvili T. The State of Natural Exodynamic Disasters and the Risk of Anthropogenic Load Hazards in Georgia, Actions to Optimize Their Management. V. Bagrationi Institute of Geography Collection of Works, #4 (83). Tbilisi, 2012, pp. 50-63.
Fomin G.S., Fomin A.G. Water. Quality control and environmental safety according to international standards. Handbook. Moscow, 2001.
Tabatadze M., Dvalishvili N., Elizbarashvili M. The impact of Tbilisi Used Water on Ecochemical state of Small Rivers of the City. International Journal on Humanistic Ideology, 2016, DOI: 10.17378/AWC2016_29
Maximum permissible concentrations according to Technical Regulations for Surface Water (Decree №425 of the Georgian government as of 31th december of 2013, Tbilisi).
Shavliashvili L., Kuchava G., Shubladze E., Gavardashvili G., Rikadze Z. Physico chemical and hydrochemical studies of the waters of the Kvirila rever and spring waters in chiatura Municipaliti. 1stInternational Scientific Conference ,,Modern Problems in Geophysics“, Proceedings, ISBN 978-9941-36-434-1, ISSN 3088-4349, Tbilisi, Georgia, November 6-8, 2025, pp. 91-95.