სვეტიცხოველის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის არქეოგეორადიოლოკაციური ახლოქვეზედაპირული კვლევა
საკვანძო სიტყვები:
არქეოგეორადიოლოკაციური სამუშაოები, გეორადარი, რადიოსახე, რადაროგრამაანოტაცია
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის გარშემო სიახლოვეში 2025წ ჩატარდა “Zond 12e” გეორადარის 500მჰც მიმღებ-გადამცემი ეკრანირებული ანტენით გეორადიოლოკაციური სამუშაო. გეორადარული ჭრილების ინტერპრეტაციით გამოიკვეთა, როგორც ზედაპირთან ახლო 1 მ, ასევე 3-მდე დაღრმავებებზე ანტროპოგენული წარმოშობის ობიუქტთა რადიოსახეები. დაღრმავებებზე 4-6 მ ფიქსირდება, როგორც ცილინდრული ზედაპირის მქონე ასევე კუთხოვანი ზედაპირის მქონე ობიექტების რადიოსახეები. 150მჰც სიხშირის დიპოლური ანტენით გატარებული ცალკეული გეორადიოლოკაციური ჭრილების ინტერპრეტაციით იკვეთება 1-3 მ დაღრმავებებზე განგრძობითი ფენობრივი, ანტროპოგენული ობიექტების რადიოსახეები. მოინიშნა, ნაწილობრივ, ცილინდრული სეგმენტის მქონე ობიექტის რადიოსახე 6-7 მ დაღრმავებიდან. შესრულებული გეორადიოლოკაციური სამუშაოს შედეგების მიხედვით, გამოკვლეოლი ტერიტორია, დატვირთულია არქეოლოგიური ობიექტებით.