მეწყრის განმეორების შიდა წლიური განაწილების თავისებურებები აჭარისა და გურიის რეგიონებში (დასავლეთ საქართველო) და აღმოსავლეთ საქართველოში და მათი კავშირი ყოველთვიურ ნალექების რაოდენობასთან

Main Article Content

ა. ამირანაშვილი
ლ. ბროკა
თ. ჭელიძე
თ. ქირია
დ. სვანაძე
თ. წამალაშვილი
ნ. ვარამაშვილი

ანოტაცია

აჭარის, გურიისა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებისთვის შესწავლილი იქნა მეწყერების ფარდობითი რაოდენობის შიდაწლიურ განაწილებასა (%) და მეწყრული თვის განმავლობაში მოსული ნალექების ფარდობით რაოდენობას შორის კორელაციური და რეგრესიული კავშირები. კერძოდ, დადგინდა, რომ საქართველოს შესწავლილ ტერიტორიებზე მეწყერების წლიური განაწილება საკმაოდ არათანაბარია. აჭარასა და გურიაში მეწყერების ყველაზე მაღალი ფარდობითი რაოდენობა ოქტომბერში (18.7%), ხოლო ყველაზე დაბალი - აგვისტოში (3.4%) ფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში მეწყერების ყველაზე მაღალი ფარდობითი რაოდენობა ივნისში (12.4%), ხოლო ყველაზე დაბალი - ივლისში (6.4%) ფიქსირდება. აჭარასა და გურიაში, მეწყერის განმეორებადობის წლიური განაწილებისა და მათი გააქტიურების თვის საშუალო ნალექებს შორის კორელაციის კოეფიციენტი R ზომიერია (R=0.62) წრფივი მიახლოებით, ხოლო მესამე ხარისხის პოლინომური მიახლოებით კორელაციის ინდექსი R' მაღალია (R'=0.80). აღმოსავლეთ საქართველოში ამ პარამეტრებს შორის უპირატესად წრფივი კორელაცია შეინიშნება (R=0.60, ზომიერი კორელაცია). არაწრფივი დამოკიდებულებების დონე არ აღემატება ზომიერ კორელაციას.

საკვანძო სიტყვები:
სტიქიური უბედურება, მეწყერი, ნალექი, კორელაციული და რეგრესიული ანალიზი
გამოქვეყნებული: Aug 21, 2026

Article Details

ციტირების წესი
ამირანაშვილი ა., ბროკა ლ., ჭელიძე თ., ქირია თ., სვანაძე დ., წამალაშვილი თ., & ვარამაშვილი ნ. (2026). მეწყრის განმეორების შიდა წლიური განაწილების თავისებურებები აჭარისა და გურიის რეგიონებში (დასავლეთ საქართველო) და აღმოსავლეთ საქართველოში და მათი კავშირი ყოველთვიურ ნალექების რაოდენობასთან. საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების ჟურნალი, 29(1), 60–68. Retrieved from https://ggs.openjournals.ge/index.php/GGS/article/view/12085
სექცია
სტატიები