ქარის სიჩქარის თანამგზავრული და მიწისზედა მეტეოროლოგიური მონაცემების შედარებითი ანალიზი ქ. თელავის მაგალითზე (კახეთი, საქართველო)
Main Article Content
ანოტაცია
თანამედროვე პირობებში, მეტეოროლოგიური სამსახურების საქმიანობაში და სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში, თანამგზავრებიდან მიღებული ინფორმაციის გამოყენებას სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰაერის ტემპერატურის, ნალექებისა, გვალვის მონიტორინგის, სასურსათო უსაფრთხოების და ამინდთან დაკავშირებულ საკითხების შეფასებასა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში. მიმდინარე პროცესების ხელოვნური თანამგზავრების საშუალებით შესწავლა, მოკლე დროში უნიკალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
მოცემული კვლევა ეხება თანამგზავრებიდან მიღებული მეტეოროლოგიური მონაცემების გამოყენებისას, არასწორი გადაწყვეტილებების პოტენციური რისკის შეფასებას თელავის მაგალითზე (კერძოდ, ქარის სიჩქარე).
საკვანძო სიტყვები:
კლიმატის ცვლილება, კახეთი, ჰაერის ტემპერატურა, ქარის სიჩქარე, სატელიტური მონაცემები
გამოქვეყნებული:
აგვ 21, 2026
Article Details
ციტირების წესი
მოდრეკელიძე მ., ლაღიძე ლ., & ღამბაშიძე გ. (2026). ქარის სიჩქარის თანამგზავრული და მიწისზედა მეტეოროლოგიური მონაცემების შედარებითი ანალიზი ქ. თელავის მაგალითზე (კახეთი, საქართველო). საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების ჟურნალი, 29(1), 69–73. Retrieved from https://ggs.openjournals.ge/index.php/GGS/article/view/12089
სექცია
სტატიები
PKPApplication::getCCLicenseBadge(https://creativecommons.org/licenses/by-nc/4.0)