დედამიწის გეომაგნიტურ ველში ფორბუშის ეფექტის შესწავლა

ავტორები

  • მ. ასლამაზიშვილი M. Nodia Institute of Geophysics of I. Javakhishvili Tbilisi State University
  • ო. ხარშილაძე M. Nodia Institute of Geophysics of I. Javakhishvili Tbilisi State University
  • ა. ღურჭუმელია M. Nodia Institute of Geophysics of I. Javakhishvili Tbilisi State University
  • გ. თაყაძე M. Nodia Institute of Geophysics of I. Javakhishvili Tbilisi State University

საკვანძო სიტყვები:

ფორბუშის ეფექტი, არაერთგვაროვანი მაგნიტური ველი, კოსმოსური სხივები

ანოტაცია

მოხსენებაში განხილულია დამუხტული ნაწილაკების მოძრაობის დინამიკა არაერთგვაროვან მაგნიტურ ველში. კერძოდ, ვიხილავთ კოსმოსური სხივების შესაძლო ტრაექტორიებს დედამიწის დიპოლურ მაგნიტურ ველში. ნაშრომში ნაჩვენებია კოსმოსური სხივების შესაძლო ქაოსური დინამიკა ლიაპუნოვის მაჩვენებლისა და ფურიე სპექტრის საშუალებით. ასევე წარმოდგენილია ვან-ალენის სარტყლების ფორმირების მოდელირება და განხილულია კოსმოსური სხივების ენერგიის გავლენა ამ სარტყლების გეომეტრიაზე. ასევე ჩატარდა 2024 წლის 10 მაისის მაგნიტური ქარიშხლის გავლენის ანალიზი  დედამიწის კოსმოსური სხივების დეტექტირებაზე. როგორც ცნობილია, ასეთი ქარიშხლების პერიოდში შეიმჩნევა ფორბუშის ეფექტი, რაც მდგომარეობს დედამიწაზე დეტექტირებული კოსმოსური სხივების ინტენსივობის შემცირებაში. მოყვანილი გვაქვს შესაბამისი ლაბორატორიული ჩანაწერები, სადაც გამოყენებულია თბილისის კოსმოსური სხივების ლაბორატორიის მონაცემები. გამოკვლეულია ფორბუშის ეფექტის სიღრმის დამოკიდებულება გეომაგნიტური ველის შეშფოთების სიდიდეზე.

Downloads

გამოქვეყნებული

2026-08-21

ციტირების წესი

ასლამაზიშვილი მ., ხარშილაძე ო., ღურჭუმელია ა., & თაყაძე გ. (2026). დედამიწის გეომაგნიტურ ველში ფორბუშის ეფექტის შესწავლა. საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების ჟურნალი, 29(1), 85–89. Retrieved from https://ggs.openjournals.ge/index.php/GGS/article/view/12093