ქ.თბილისის ატმოსფეროში მტვრის გავრცელების რიცხვითი მოდელირება: აღმოსავლეთის ფონური საშუალო სიქარის ქარის შემთხვევა
DOI:
https://doi.org/10.48614/ggs2320202652საკვანძო სიტყვები:
რიცხვითი მოდელირება, დაბინძურების წყარო, დიფუზია, მტვრის გავრცელება, ქარი.ანოტაცია
ატმოსფერული პროცესების ევოლუციის 3D რეგიონალური მოდელისა და მინარევების გადატანა-დიფუზიის განტოლების ერთობლივი ინტეგრირებით შესწავლილია მტვრის გავრცელება ქ.თბილისის ტერიტორიაზე. რიცხვობრივად მოდელირდება დამტვერიანების პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ფონური აღმოსავლეთის საშუალო სიჩქარის ქარის დროს. მიღებულია, რომ მტვრის მიკრომასშტაბური გავრცელება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქალაქისა და მიმდებარე ტერიტორიის რელიეფზე, ფონური ქარის სიჩქარის სიდიდეზე და მიმართულებაზე. ქ.თბილისში გაფრქვეული მტვერი ძირითადად კონცენტრირებულია ატმოსფეროს სასაზღვრო ფენის ქვედა 600 მ ფენაში. მიწის ზედაპირიდან
2 მ სიმაღლეზე მაქსიმალური კონცენტრაცია 1.0-1.5 ზდკ ფორმირდება 12.00 – 21.00 საათის ინტერვალში ქალაქის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში და შედარებით ჩაღმავებულ ტერიტორიებზე. გამოკვლეულია მტვრის ვერტიკალური განაწილების და დროში ცვლილების თავისებურებები.
ლიტერატურა / წყაროების მითითება
Surmava A., Intskirveli L., Kukhalashvili V., Gigauri N.. Numerical Investigation of Meso- and Microscale Diffusion of Tbilisi Dust. Annals of Agrarian Science, 18, No. 3, 2020 (In print).
Gigauri N.G., Gverdtsiteli L.V., Surmava A.A., Intskirveli L.N. Numerical Simulation of Industrial Dust Distribution in the Territory of Zestafoni, Georgia. WIT Transaction on Ecology and Environment, 230, 2018, pp. 119-128. Doi:10.2495/AIR1180111