ქ. თბილისის ატმოსფეროში მტვრის გავრცელების რიცხვითი მოდელირება: ფონური აღმოსავლეთის ძლიერი ქარის შემთხვევა

Main Article Content

Vepkhia G. Kukhalashvili
Natia G. Gigauri
Aleksandre A. Surmava
Demuri I. Demetrashvili
Liana N. Intskirveli

ანოტაცია

ატმოსფერული პროცესების ევოლუციის 3D რეგიონალური მოდელისა და  მინარევების გადატანა-დიფუზიის განტოლების ერთობლივი ინტეგრირებით შესწავლილია მტვრის გავრცელება ქ.თბილისის ტერიტორიაზე ფონური აღმოსავლეთის ძლიერი ქარის დროს. მიღებულია, რომ მტვრის გავრცელების პროცესი ძლიერი ფონური ქარის შემთხვევაში ხასიათდება დროში ცვლილების და სივრცული განაწილების თავისებურებებით. ქარის სიჩქარისა და კონცენტრაციის ველების ანალიზით დადგენილია, რომ  ძლიერ დამტვერიანებული არეების სივრცული განაწილება დამოკიდებულია ავტომაგისტრალების მდებარეობაზე, რელიეფის დინამიკური ზემოქმედების და ქვეფენილ ზედაპირზე თერმიული რეჟიმის დღეღამური ცვლილებით ფორმირებულ ლოკალურ ცირკულაციურ სისტემებზე. მაქსიმალური კონცენტრაცია 1.5 – 2.0 ზდკ ფორმირდება 15.00 – 21.00 საათის ინტერვალში ატმოსფეროს ქვედა 50 მეტრამდე ფენაში ქალაქის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებში. მიწის ზედაპირიდან 600 მეტრის სიმაღლეზე კონცენტრაციის მაქსიმალური მნიშვნელობა 21.00 საათზე აღწევს 0.7 ზდკ-ს.

საკვანძო სიტყვები:
რიცხვითი მოდელირება, თბილისის მტვრის დაბინძურება, დიფუზია, ძლიერი ქარი.
გამოქვეყნებული: Jul 7, 2020

Article Details

როგორ უნდა ციტირება
Kukhalashvili, V. G., Gigauri, N. G., Surmava, A. A., Demetrashvili, D. I., & Intskirveli, L. N. (2020). ქ. თბილისის ატმოსფეროში მტვრის გავრცელების რიცხვითი მოდელირება: ფონური აღმოსავლეთის ძლიერი ქარის შემთხვევა. საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების ჟურნალი, 23(1). https://doi.org/10.48614/ggs2320202653
სექცია
სტატიები

წყაროები

Kukhalashvili V.G., Kordzakhia G.I.,Gigauri N.G. , Surmava A.A., Intskirveli L.N. Numerical Modelling of Dust Propagation in the Atmosphere of Tbilisi City: The Case of Background Eastern Gentle Breeze. Journal of the Georgian Geophysical Society, ISSN: 1512-1127, Physics of Solid Earth, Atmosphere, Ocean and Space Plasma, v. 23(1), 2020, pp. 46 -50.

Surmava A., Intskirveli L., Kukhalashvili V., Gigauri N.. Numerical Investigation of Meso- and Microscale Diffusion of Tbilisi Dust. Annals of Agrarian Science, 18, No. 3, 2020 (In print).

Gigauri N.G., Gverdtsiteli L.V., Surmava A.A., Intskirveli L.N. Numerical Simulation of Industrial Dust Distribution in the Territory of Zestafoni, Georgia. WIT Transaction on Ecology and Environment, 230, 2018, pp. 119-128. Doi:10.2495/AIR1180111.