მიწისქვეშა წყალშემცველი ჰორიზონტის გამოყოფა გეოფიზიკური (ელექტროძიების) მეთოდით გუდაურის ტერიტორიის მაგალითზე და მისი ჰიდროგეოლოგიური შესწავლილობა
Main Article Content
ანოტაცია
დაბა გუდაური წარმოადგენს სამთო სათხილამურო კურორტს საქართველოში. მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდზე, თბილისიდან 120 კმ-ში და ზღვის დონიდან 2196 მ. სიმაღლეზე. საკურორტო ზონაში მზარდი ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და დამსვენებლების გამო არსებული წყალმომარაგების სისტემები დამატებითი წყლის დებიტის შქმნას საჭიროებს, რათა ზამთრის სეზონზე გუდაურის სტაბილური წყალმომარაგება უზრუნველყოს. ამიტომ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, დაბა გუდაურში, იწყებს სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობას. სამუშაოები ითვალისწინებს გუდაურსა და მიმდებარე სოფლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობას. პროექტის ფარგლებში, შპს „ჩინურ ბირთვული ინდუსტრიის 23 საკონსტრუქტორო ბირო“-ს საქართველოს ფილიალსა და შპს „საქართველოს გეოფიზიკური ასოციაცია“ - ს შორის არსებული „ჰიდროგეოლოგიური შესწავლის განხორციელებაზე შეთანხმების“ ფარგლებში, მეცნიერთა ჯგუფმა 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით, გუდაურის ტერიტორიაზე, ჩაატარა გეოფიზიკური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები რათა გამოვლენილიყო ის უბნები, რომლებიც საინტერესოა მიწისქვეშა წყლების მოპოვების თვალსაზრისით.
Article Details
წყაროები
Vertical electrical sounding, practical course “The Basics of Geophysical Methods” for geological students, Moscow, 2007, p. 31.
Kirsch R. Croundwater Geophysics. Springer Berlin Heidelberg, New-York, ISBN 10 3-540-29383-3, 2006, p. 494.
Razmadze-Brokishvili T., Varamashvili N., Melikadze G., Chikadze T., Kajaia G. Investigate Depth of Water Table and Thickness of Aquifer Using Geophysical (Electrometric) Methods, the Case in the Sachkhere Municipality. Transactions of Mikheil Nodia Institute of Geophysics, ISSN 1512-1135, vol. LXXII, 2020.