წყალწმინდა-ურეკის მაგნიტო-ელექტრული ანომალიის ფიზიოლოგიურ ეფექტთან დაკავშირებით

Main Article Content

ზ. კერესელიძე
მ. ლომოური
მ. ჩხიტუნიძე
ნ. ჟონჟოლაძე

ანოტაცია

ინდუსტრიულ ეპოქამდე  ბუნებრივ ელექტრომაგნიტურ ფონს  აყალიბებდა ე.წ. კოსმოსური ამინდი და რადიოაქტიური დაშლის პროცესი, მიმიდინარე დედამიწის შიგნით.   დღეს, სისტემატურად მზარდი ანტროპოგენული დატვირთვის გამო ადგილი აქვს ადამიანების საცხოვრებელი გარემოს პარამეტრების საყოველთაო ცვლილებებს.  ეს პროცესი ეხება მთელ დედამიწას, პირველ რიგში  მაღალი ურბანიზაციის მქონე არეებს, სადაც განსაკუთრებით საგრძნობია ტექნიკური პროგრესის უარყოფითი სოციოლოგიურ-ფიზიოლოგიური გავლენა როგორც გლობალურად მთელ მოსახლეობაზე, ასევე ადამიანთა ცალკეულ  ჯგუფებზე. ამ გლობალურ პრობლემას მრავალი ასპექტი გააჩნია, რომელთა შორის  არის ელექტრომაგნიტური ფონის არაბუნებრივი ცვლილებების პირობებში მცხოვრებთა ადაპტაციური უნარების გამოკვლევა, რომლის მნიშვნელოვანი ელემენტია მოსახლეობის ფონური დაავადებიანობის შედარებითი ანალიზი. მაგალითად, უკვე საკმაოდ კარგად არის  ცნობილი კოსმოსური ამინდის მკვეთრი ცვლილების ერთერთი გლობალური გამოვლინების, გეომაგნიტური ქარიშხლების კორელაციური ეფექტი გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის მქონე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას შორის. მიგვაჩნია, რომ ამ კავშირის  ფიზიოლოგიური მექანიზმების  გამოვლენა, მზეზე მიმდინარე პროცესების ეფექტების განხილვასთან ერთად, მოითხოვს აგრეთვე დედამიწაზე გეომაგნიტური ანომალიების გავლენით გამოწვეული ლოკალურად ცვლადი ბუნებრივი ელექტრომაგნიტური ფონის ფიზიოლოგიური ეფექტების შესწავლას. ამ თვალსაზრისით საინტერესო აღმოჩნდა წყალწმინდა-ურეკის ლოკალური გეომაგნიტური ანომალიის საკურორტო ზონაში მცხოვრები აბორიგენული მოსახლეობისა და გეომაგნიტური თვალსაზრისით უფრო წყნარ პირობებში მცხოვრები თელავის რაიონის მოსახლეობის  პირველადი სამედიცინო მონაცემების შედარებითი ანალიზი. მიღებული სურათის თანახმად, ურეკი-წყალწმინდის გეომაგნიტური ანომალიის გარემოს მახასიათებლების  კომბინაცია ზღვის სანაპიროსათვის დამახასიათებელ კოსმოსურ ფაქტორებთან, სავარაუდოდ, საკმაოდ კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს აქ მცხოვრებ ადამიანებზე. ასეთი დასკვნის ექსტრაპოლაციიდან გამომდინარე, შეიძლება ზოგადად აიხსნას დადებითი თერაპიული ეფექტი იმ ადამიანებშიც, რომლებიც წყალწმინდა-ურეკის საკურორტო ზონაში მოკლევადიანად იმყოფებიან დასვენებისა და მკუნალობის მიზნით.

საკვანძო სიტყვები:
მაგნიტოელექტრული ანომალია, ფიზიოლოგიური ეფექტი, კურორტი წყალწმინდა-ურეკი.
გამოქვეყნებული: Oct 4, 2022

Article Details

როგორ უნდა ციტირება
კერესელიძე ზ. ., ლომოური მ. ., ჩხიტუნიძე მ., & ჟონჟოლაძე ნ. . (2022). წყალწმინდა-ურეკის მაგნიტო-ელექტრული ანომალიის ფიზიოლოგიურ ეფექტთან დაკავშირებით. საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების ჟურნალი, 25(1). https://doi.org/10.48614/ggs2520224808
სექცია
სტატიები

წყაროები

Pudovkin M. I., Raspopov O. M., Kleimenova N. G. Perturbations of the Earth’s electromagnetic field. Part 2: Short-period oscillations of the geomagnetic field. LSU; 1976, (in Russian)

Bishop R. Oscillations. M., Nauka, 1986, (in Russian)

Breus T. K., Chibisov S.M. and et al. The chronostructure of heart biorhythms under effects of external environment factors. M., publishing house “Polygraph service”, 2002, p. 231, (in Russian)

Nodia M. Z. On the issue of the applicability of the magnetometric method of exploration to the magnetic sands of the Black Sea coast. Georgian branch of the Academy of Sciences of the USSR, vol. 1, No. 6, 1940, pp. 429-434, (in Russian)

Nodia M. Z. The magnetic anomaly of Guria and some of its features. Academy of Sciences of GSSR. vol. 2, No.5, 1941, pp. 495-497, (in Georgian).

Nodia M. Z. Route magnetic measurements in some areas of the Ompareti oil field. Academy of Sciences of GSSR, vol. 5, No. 4, 1944, pp.383-390. (in Russian).

Kereselidze Z. A. Local geomagnetic anomaly of Tskaltsminda-Ureki as a possible source of VLF electromagnetic waves. GESJ: Physics, No.1(7), 2012, pp. 34-48, (in Russian)

Kereselidze Z. A. On the telluric mechanism of generation of VLF electromagnetic radiation in the region of the Tskaltsminda-Ureki magneto-electrical anomaly. Works of Institute of Geophysics, vol. 73, 2021, pp. 34-50, (in Russian)

Abaci A., Oguz A. and et all. Treatment and control of hypertension in Turkish population: a survey on high blood pressure in primary care (the TURKSAHA study). Journal of Human Hypertension, 20, 2006, pp. 355–361. doi:10.1038/sj.jhh.1001995; published online, March 2, 2006.

Rapoport S.I., Breus T.K., Kleimenova N.G., Kozyreva O.V., Malinovskaya N.K. Geomagnetic pulsations and myocardial infarctions. Ter. Archives, vol.78, No. 4, 2006, pp. 56-60, (in Russian).