მდინარე ნაროვანზე მშენებარე ნარვანი ჰესის სათავე ნაგებობების უბანზე ჩატარებული კომბინირებული გეოფიზიკური კვლევები
Main Article Content
ანოტაცია
საინჟინრო გეოფიზიკის სხვადასხვა სახის სტანდარტული ტიპის ამოცანების გარდა ხშირად საქმე გვაქვს ლიტერატურაში ნაკლებად ცნობილ, მაგრამ გეოფიზიკური მეთოდებით საკმაოდ ადვილად გადასაწყვეტ შემთხვევებთან. ამ დროს მნიშვნელოვანია სათანადო მეთოდისა და მისი გამოყენების მოხერხებული გზის ამორჩევა.
სწორედ ერთ–ერთ ასეთ შემთხვევას ეძღვნება წარმოდგენილი ნაშრომი.
კაშხლებისა და მდინარეებთან დაკავშირებული სხვა საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის ტერიტორიები უმრავლეს შემთხვევაში შეიცავს მდინარის ჭალის უბნებს, რომლებიც ძირითადად წარმოდგენილია ქვიშის შემავსებლიანი კენჭნარით და ლოდნარით. საძირკვლის განთავსების პირობების შესწავლის დროს ერთერთი უმთავრესი ამოცანაა ძირითადი ქანების ჩაწოლის სიღრმეების განსაზღვრა. მათი დამფარავი კენჭნარის ტიპის ქანები კი დიდ სირთულეებს ქმნიან საბურღი სამუშაოებისა და გეოფიზიკური კვლევების ჩატარების დროს.
იმ შემთხვევებში, როდსაც მდინარის კალაპოტი ნაპირებიდან შემოფარგლულია ციცაბო კლდეებით, ორივე გეოფიზიკური მეთოდისათვის იქმნება მნიშვნელოვანი პრობლმა საკომუნიკაციო კაბელების საჭირო სიგრძეებზე გაშლის შეუძლებლობის გამო. ნიშანდობლივია,რომ ამ სტატიაში ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეთოდისათვის აღნიშნული პრობლემების ნაწილი შეიძლება ხელისშემწყობ ფაქტორად განვიხილოთ.
Article Details
წყაროები
Media T. Hammer refraction seismic in engineering geophysics, “Geophysics”, v.34, № 3, 1969, p.383-395.
Savich A. I. , Kuiyndjich B. D. Complex-ingineering research in building hydraulic facilities, 1990.
Sheriff R., Geldart L. Exploration Seismology, Mir, Moscow, v.1 and 2, 1987, 900 p.