საქართველოში ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური ჯამებისა და რე-აქტივიზებული და ახალი მეწყერების შემთხვევებს შორის კავშირის კვლევის ზოგიერთი შედეგი კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით
Main Article Content
ანოტაცია
მოყვანილია საქართველოში 21 მეტეოროლოგიურ სადგურზე წლიური ჯამური ატმოსფერული ნალექების საშუალოსა (P) და რეაქტივირებული და ახალი მეწყერების შემთხვევების რაოდენობას (LS) შორის კავშირის გამოკვლევის შედეგები და აგრეთვე მოყვანილია LS მნიშვნელობის შეფასება 2045 წლამდე P-ს პროგნოსტული მონაცემების მიხედვით. ნაშრომში გამოყენებულია საქართველოს გარემოს სააგენტოს მონაცემები წლიური ჯამური ატმოსფერული ნალექებისა იმ 21 მეტეოროლოგიურ სადგურზე, რომლებიც განლაგებულია მეწყრულ ზონებში 1936 -დან 2020 წლამდე პერიოდისათვის და აგრეთვე მონაცემები LS -ს შესახებ 1996 -დან 2018 წწ. პერიოდში. მონაცემების ანალიზი ტარდებოდა სტანდარტული მათემატიკური სტატისტიკის მეთოდების გამოყენებით. წლიური ჯამური ატმოსფერული ნალექების სამომავლო ცვლილებების პროგნოზი პერიოდულობის გათვალისწინებით ხორციელდებოდა AAA version of the Exponential Smoothing (ETS) algorithm -ის გამოყენებით.
კერძოდ მიღებულია შემდეგი :
1981-2020 წლებში 1936-1975 წლებთან შედარებით 11 სადგურზე P-ს საშუალო სიდიდეების მნიშვნელოვანი ცვლილება არ შეინიშნება, 6 სადგურზე დაიკვირვება ჯამური ნალექების მატება და 4- ზე შემცირება. აღნიშნულ პერიოდში ყველა სადგურის P –ს საშუალო მნიშვნელობები ცვლილებას არ განიცდიან.
ჩატარებულია ყველა სადგურის საშუალო მნიშვნელობების პროგნოსტული შეფასება 2045 წლამდე ნალექების ცვლილებების პერიოდულობის გათვალისწინებით, რომელიც შეადგენს 11 წელს.
ყველა სადგურის P საშუალოს მნიშვნელობების და LS-ის კროს-კორელაციურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ყველაზე კარგი კორელაციური კავშირი აღნიშნულ პარამეტრებს შორის არსებობს ნალექების მონაცემების ხუთწლიანი წინსწრების დროს. ამის გათვალისწინებით მიღებულია წრფივი რეგრესიის განტოლება ხუთწლიანი მცოცავი ატმოსფერული ჯამური ნალექების საშუალოსა და რე-აქტივირებული და ახალი მეწყერების შემთხვევების ხუთწლიანი მცოცავი საშუალო მნიშვნელობას შორის.
ამ განტოლებისა და P -ს პროგნოსტული მნიშვნელობების გამოყენებით ჩატარებულია LS -ის ხუთწლიანი მცოცავი საშუალო მნიშვნელობების შეფასება 2045 წლამდე.
Article Details
წყაროები
Aleotti P., Chowdhury R. Landslide hazard assessment: summary. Rev N Perspect. Bull Eng. Geol. Env. 58, 1999, pp. 21–44.
Froude M, Petley D. Global fatal landslide occurrence from 2004 to 2016. Nat. Hazards Earth Syst. Sci., 18, 2018, pp. 2161–2181.
Bondyrev I.V., Tsereteli E.D., Ali Uzun, Zaalishvili V.B. Landslides of the Southern Caucasus. Geologiya i geofizika Yuga Rossii, № 4, tom 2, 2014, s. 105-123, (in Russian).
Varazanashvili O., Tsereteli N., Amiranashvili A., Tsereteli E., Elizbarashvili E., Dolidze J., Qaldani L., Saluqvadze M., Adamia Sh., Arevadze N., Gventcadze A. Vulnerability, Hazards and Multiple Risk Assessment for Georgia. Natural Hazards, Vol. 64, Number 3, 2012, pp. 2021-2056. DOI: 10.1007/s11069-012-0374-3, http://www.springerlink.com/content/9311p18582143662/fulltext.pdf.
Gaprindashvili G., Cees J. Van Westen. Generation of a national landslide hazard and risk map for the country of Georgia. Natural hazards, vol.80, N 1, 2016, pp. 69-101.
Gaprindashvili G., Tsereteli E., Gaprindashvili M. Landslide hazard assessment methodology in Georgia. Special Issue: XVI DECGE Proceedings of the 16th Danube ‐ European Conference on Geotechnical Engineering, 2018, vol. 2, N 2-3, pp. 217-222.
Gaprindashvili M., Tsereteli E., Gaprindashvili G., Kurtsikidze O. Landslide and Mudflow Hazard Assessment in Georgia. In: Bonali, F.L., Pasquaré Mariotto, F., Tsereteli, N. (eds) Building Knowledge for Geohazard Assessment and Management in the Caucasus and other Orogenic Regions. NATO Science for Peace and Security Series C: Environmental Security. Springer, Dordrecht, 2021, https://doi.org/10.1007/978-94-024-2046-3_14
Tsereteli E., Gaprindashvili G., Gaprindashvili M. Natural Disasters (Mudflow, Landslide, Etc.). In: Bolashvili, N., Neidze, V. (eds) The Physical Geography of Georgia. Geography of the Physical Environment. Springer, Cham., 2022 https://doi.org/10.1007/978-3-030-90753-2_7
Chelidze T., Varamashvili N., Chelidze Z., Kiria T., Ghlonti N., Kiria J., Tsamalashvili T. Cost-effective telemetric monitoring and early warning systems for signaling landslide initiation. Monograph, M. Nodia Institute of Geophysics, TSU, Tbilisi, 2018,127 p., (in Georgian).
Stankevich S.A., Titarenko O.V, Svideniuk M.O. Landslide susceptibility mapping using GIS-based weight-of-evidence modelling in central Georgian regions. International Scientific Conference „Natural Disasters in Georgia: Monitoring, Prevention, Mitigation“, Proceedings, Tbilisi, Georgia, December 12-14, 2019, pp. 187-190.
Segoni S., Piciullo L., Gariano S.L. A review of the recent literature on rainfall thresholds for landslide occurrence. Landslides, 15, 2018, pp. 1483–1501, DOI 10.1007/s10346-018-0966-4.
Kirschbaum D., Stanley T. Satellite-Based Assessment of Rainfall-Triggered Landslide Hazard for Situational Awareness. Earth’s Future, 6, 2018, pp.505-523, https:// doi.org/10.1002/, 2017EF000715
Amiranashvili A., Chelidze T., Dalakishvili L., Svanadze D., Tsamalashvili T., Tvauri G. Preliminary Results of a Study of the Relationship Between the Variability of the Mean Annual Sum of Atmospheric Precipitation and Landslide Processes in Georgia. Int. Sc. Conf. „Modern Problems of Ecology“, Proc., ISSN 1512-1976, v. 7, Tbilisi-Telavi, Georgia, 26-28 September, 2020, pp. 202-206. http://www.dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/8809/1/Eco_2020_3.33.pdf
Amiranashvili A., Chelidze T., Dalakishvili L., Svanadze D., Tsamalashvili T., Tvauri G. Preliminary Results of a Study of the Relationship Between the Monthly Mean Sum of Atmospheric Precipitation and Landslide Cases in Georgia. Journal of the Georgian Geophysical Society, ISSN: 1512-1127, Physics of Solid Earth, Atmosphere, Ocean and Space Plasma, v. 23(2), 2020, pp. 37 – 41. DOI: https://doi.org/10.48614/ggs2320202726
Fourth National Communication of Georgia Under the United Nations Framework Convention on Climate Change. Chapter 4.9 Geological Hazards in Georgia, Tbilisi, 2021, pp. 278-286.
Box G.E.P, Jenkins G.M., Reinsel G.C. Time Series Analysis: Forecasting & Control (3rd Edition). ISBN10: 0130607746, ISBN13: 9780130607744. Prentice Hall, 1994, 592 p.
Amiranashvili A., Chelidze T., Svanadze D., Tsamalashvili T., Tvauri G. On the Representativeness of Data from Meteorological Stations in Georgia for Annual and Semi-Annual Sum of Atmospheric Precipitation Around of These Stations. International Scientific Conference „Natural Disasters in the 21st Century: Monitoring, Prevention, Mitigation“. Proceedings, ISBN 978-9941-491-52-8, Tbilisi, Georgia, December 20-22, 2021. Publish House of Iv. Javakhishvili Tbilisi State University, Tbilisi, 2021, pp. 79 - 83.