გრუნტის თვისებების შესწავლა კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის

Main Article Content

თ. შუბლაძე
ნ. წერეთელი

ანოტაცია

საქართველო ისევე როგორც მთლიანად სამხრეთ კავკასია, ერთ-ერთი სეისმურად აქტიური რეგიონია ალპურ-ჰიმალაის სეისმურ სარტყელში. ამიტომ სეისმური საშიშროების შეფასება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ნაციონალურ დონეზე სეისმური საშიშროების შეფასება ხდება ალბათური სეისმური საშიშროების მეთოდით, რომელიც განსაზღვრავს გრუნტის სხვადასხვა დონის რხევების წლიური გადაჭარბების ალბათობას. გრუნტის რხევები გამოსახულია რხევის პიკური და სპექტრალური აჩქარებებით. ხოლო შეფასება ხდება გრუნტის A კლასისთვის ევროკოდი 8-EN 1998-1 (1998) მიხედვით.


ლოკალური მასშტაბით, სეისმური საშიშროების დაზუსტება ხდება უბნის გეოლოგიური, გეომორფოლოგიური, გეოტექნიკური და გეოფიზიკური მახასიათებლების მიხედვით, ვინაიდან ცნობილია, რომ შემომავალი სეისმური რხევები შეიძლება შეიცვალოს ამპლიტუდის, სიხშირისა და დროის ხანგრძლივობის მიხედვით უბნის სპეციფიკური ადგილობრივი მახასიათებლების გამო. ეს საკითხი მიკროდარაიონების მთავარი ამოცანაა.              


გრუნტი ხასიათდება შემდეგი სეისმური პარამეტრებით: დომინანტური სიხშირე, Vs30 (განივი ტალღის საშუალო სიჩქარე 30 მეტრის სიღრმეზე) და გაძლიერების ფაქტორი. ამ ნაშრომში წარმოდგენილია გრუნტის კლასიფიკაცია დომინანტური სიხშირით, რომელიც მიღებულია გეოფიზიკური გაზომვებით, კერძოდ სეისმური ხმაურის ჩანაწერებით. გრუნტის მახასიათებელი ეს პარამეტრი მნიშვნელოვანია ლოკალური სეისმურობის დაზუსტებისთვის. ამ მიზნით საქართველოში პირველად იქნა გამოყენებული სეისმური ხმაურის ჩანაწერები.

საკვანძო სიტყვები:
გარემოს ხმაური, წერტილოვანი სადგური, გრუნტის გადაადგილება, გაძლიერება, H/V ტექნიკა .
გამოქვეყნებული: Dec 28, 2023

Article Details

როგორ უნდა ციტირება
შუბლაძე თ., & წერეთელი ნ. (2023). გრუნტის თვისებების შესწავლა კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის. საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების ჟურნალი, 26(2). https://doi.org/10.60131/ggs.2.2023.7428
სექცია
სტატიები

წყაროები

Nakamura Y. A method for dynamic characteristics estimation of subsurface using micro tremor on the ground surface. Quarterly Report of Railway Technical Research Institute (RTRI), Vol. 30(1), 1989, pp. 25-30.

Nakamura Y. Clear identification of fundamental idea of Nakamura's technique and its applications. 12WCEE, 2656, 2000.

Gutenberg B. Die seismische Bodenunruhe. Ph.D. thesis, University of Gottigen, Germany, In German, 1911.

Gutenberg B. Microseisms in North America, Bull. Seismol. Soc. Am., 21, 1931, pp.1-24.

Gutenberg B. Microseisms. Advances in Geophysics, 5, 1958, pp. 53-92.

Nakamura Y. On The H/V Spectrum, 14WCEE, 2008.

Castellaro C., Mulargia F. The Effect of Velocity Inversions on H/V. Pure and Applied Geophysics, vol. 166, April 2009, pp. 567-592.

Xu R., Wang L. The horizontal-to-vertical spectral ratio and its applications. EURASIP Journal on Advances in Signal Processing, 75, 2021.

Harutoonian P., Leo Ch., J., Liyanapathirana S., Womg H. Site Characterization by The HVSR Technique. Australian Geomechanics Journal, 47(3), 2012, pp.103-112.

Castelarro C. The complementarity of H/V and dispersion curve. Geophysics, Vol. 81(6), 2016, pp. 1-23. https://doi.org/10.1190/geo2015-0399.1.