ვიწრო მთიან კანიონებში ატმოსფერული გრიგალების გენერაციის სპონტანურ მექანიზმთან დაკავშირებით

Main Article Content

ზ. კერესელიძე
გ. ლომინაძე
ე. სალუქვაძე
ე. ჭანია

ანოტაცია

ვიწრო, საკმაოდ ღრმა  მთის  ხეობებში (კანიონებში) გარკვეულ პირობებში  შეიძლება ამოქმედდეს არარეგულარული სითბური მექანიზმი, რომელიც გამოიწვევს ჰაერის მასის სპონტანურ კონვექციურ მოძრაობას. ეს  ეფექტი განსხვავებულია კარგად ცნობილი ეფექტისაგან, რომელსაც იწვევს  მზის სითბური ნაკადის  დღეღამური ცვლილება დიდ,  ფართო ხეობებში, სადაც სისტემატურად დაიმზირება მიწისპირა ქარების მიმართულების რეგულარული დღეღამური ცვლილება.  კერძოდ, კანიონის ფერდის გასწვრივ  ჰაერის ჰორიზონტალური გადაადგილების სიჩქარის  ვერტიკალურ პროფილში გარკვეულ სიმაღლეზე ადგილი აქვს მიმართულების ცვლილებას (ინვერსია). ლუდვიგ პრანდტლის მიერ აგებული იყო თეორიული მოდელი, რომლის საშუალებით შესაძლებელია ანალიზურად განისაზღვროს სიჩქარის ინვერსიის დონე   ხეობის ფუძესთან შედარებით.  ამ სიმაღლეზე, სიჩქარის პროფილის არამდგრადობის გამო, სავარაუდოა გარკვეული ზომის  ატმოსფერული გრიგალების წარმოქმნა. ბუნებრივია, რომ ასეთი გრიგალების  დაშლა (დისიპაცია) გამოიწვევს  ტემპერატურული ველის  შეშფოთებას. ამიტომ, გრიგალების დაშლა დაკავშირებულია   თერმოდინამიკური წონასწორობის დარღვევასთან,   რაც თვისობრივად ნიშნავს, რომ ლოკალურ არეში მოხდება  მეტეოროლოგიური რეჟიმის იმპულსური ცვლილება, სიჩქარის ინვერსიის ადგილებში  ჰაერის მასების სპონტანური ტურბულიზაციის გამო.  სავარაუდოა, რომ ასეთი ადგილები   სახიფათო შეიძლება გახდეს დელტაპლანით ან პარაპლანით ფრენის მოყვარულთათვის. ამიტომ,  არსებობს   აუცილებლობა  ყურადღება გამახვილდეს ვიწრო კანონებში ინდივიდუალური საფრენი აპარატების უხიფათოდ ფრენის  პირობების  უზრუნველყოფაზე. ამ ამოცანის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური გამოკვლევის შედეგად ისეთ კანიონში, რომელიც თავისი მახასიათებლებით ტიპიურად შეიძლება ჩავთვალოთ საქართველოს მთიანი რეგიონებისათვის.

საკვანძო სიტყვები:
ვერტიკალური პროფილი, სიჩქარის ინვერსია, ტურბულენტობა, პარაპლანერიზმი, ვიწრო კანიონები
გამოქვეყნებული: Dec 28, 2023

Article Details

როგორ უნდა ციტირება
კერესელიძე ზ., ლომინაძე გ., სალუქვაძე ე., & ჭანია ე. (2023). ვიწრო მთიან კანიონებში ატმოსფერული გრიგალების გენერაციის სპონტანურ მექანიზმთან დაკავშირებით. საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების ჟურნალი, 26(2). https://doi.org/10.60131/ggs.2.2023.7429
სექცია
სტატიები

წყაროები

Khvedelidze I.B., Chkhitunidze M.S., Zhonzholadze N. I. The Model of Local Atmospheric Disturbance in the Lower Part of the Vere River Gorge. Trans. of Mikheil Nodia institute of Geophysics, ISSN 1512-1135, Vol. LXX, 2019, pp. 101-111, (in Russian). http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/8698/1/11_Tr_IG_70_2019.pdf

Khvedelidze Z., Tatishvili M., Zotikishvili N., Samkharadze I. The Role of Mountain-Valley Terrain in the Study of Local Air Flow Circulation. GESJ: Physics, №. 1 (18), 2018, pp. 21-32, (on Georgian).

Khrgian A. Kh. Physics of the Atmosphere, vol. 2. Leningrad, Hydrometeoizdat, 1978, 237 p. (in Russian).

Amiranashvili A., Kereselidze Z., Mitin M., Khvedelidze I., Chikhladze V. Alarming Factors of the Microclimate of the Vere River Valley and their Influence on the Floods Intensity. Trans. of Mikheil Nodia institute of Geophysics, ISSN 1512-1135, vol. 69, Tb., 2018, pp. 196 – 210, (in Georgian). http://www.dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/7517/1/IG_T_69_2018_Red_20.pdf

Kirtskalia V., Kereselidze Z., Dzonzoladze N., Chkhitunidze M. An Analytical Model of an Asymmetrical Temperature Field in the Polar and Auroral Ionosphere. Georgian International Journal of Science and Technology, vol. 3, Issue 4, 2012, pp. 381-390.

https://www.novapublishers.com/catalog/product_info.php?products_id=32804

Khantadze A., Aburdjania G. About a Problem of Super Rotation of the Top Atmosphere in Polar Region. Physics of atmosphere and ocean, vol.40, №3, 2004, pp.418-422.

Mathews J., Walker R.L Mathematical Methods of Physics. W.A. Benjamin INC, New York-Amsterdam, 1964, 398 p.