დედამიწის კლიმატის, მზისა და გეომაგნიტური აქტოვობების შედარებითი ანალიზი
Main Article Content
ანოტაცია
ამ ნაშრომში გამოკვლეულია მზის აქტივობას, დედამიწის კლიმატსა და გეომაგნიტურ აქტივობას შორის რთული კავშირი 1974 წლიდან 2021 წლამდე არსებული მონაცემების გამოყენებით. გაანალიზებულია თვიური საშვალო მაჩვენებლები, როგორებიცაა ვოლფის რიცხვი, მზის მუდმივა (TSI), ოკეანის გლობალური ტემპერატურის ანომალიები (GOTA) და Ap ინდექსი გეომაგნიტური შეშფოთებებისთვის. გამოყენებულია სხვადასხვა მეთოდები, მათ შორის წრფივი კორელაციური ანალიზი, რეკურენტული რაოდენობრივი ანალიზი (RQA) და კროს-ვეივლეტ გარდაქმნა (XWT). კვლევა ავლენს პერიოდულად ცვალებად კორელაციას TSI-სა და GOTA-ს შორის დაახლოებით 12 წლის პერიოდულობით, რაც ხაზს უსვამს მზის აქტივობასა და კლიმატს შორის რთულ დინამიურ კავშირს. რეკურენტობის გრაფიკმა და RQA-მ გამოავლინა პერიოდულობა და ფაზური გადასვლა 1995 წლის შემდეგ. XWT ასევე აჩვენებს მრავალსიხშირულ ტრანზიენტულ მოვლენას, რომელიც მოხდა 1996 წელს. ერთობლივად ეს დაკვირვებები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ შესწავლილ სისტემაში ტრანზიენტული მოვლენა შესაძლოა დაკავშირებული იყოს ფაზურ გადასვლასთან ამ პერიოდის განმავლობაში.
Article Details
წყაროები
Burdiladze L., Kharshiladze O., Modebadze Z. Analysis of Solar Activity and Earth’s Climate. International Scientific Conference "Geophysical Processes in the Earth and its Envelopes". Proceedings, ISBN 978-9941-36-147-0, Publish House of Iv. Javakhishvili Tbilisi State University, November 16-17, 2023, pp. 210-212. http://dspace.gela.org.ge/bitstream/123456789/10438/1/51_IG_90.pdf
Sunspot / Wolf Number from WDC-SILSO, Royal Observatory of Belgium, Brussels: https://sidc.be/SILSO/datafiles.
Krivova N. The Sun and the Earth's Climate”. Total Solar Irradiance Data: https://www2.mps.mpg.de/projects/sun-climate/data.html.
Stickler G., Kyle L. Educational Brief-Solar Radiation and the Earth System. National Aeronautics and Space Administration, 2016.
Carroll B. W., Ostlie, D. A. An Introduction to Modern Astrophysics. Cambridge University Press., 2017.
Ap Index Data Obtained from Kyoto University Webpage: https://wdc.kugi.kyoto-u.ac.jp/kp/index.html.
NOAA National Centers for Environmental Information, Climate at a Glance: Global Time Series, Published November 2023, Retrieved from: https://www.ncei.noaa.gov/access/monitoring/climate-at-a-glance/global/time-series .
Yang R., Cao J., Huang W., Nian A. Cross Wavelet Analysis of the Relationship Between Total Solar Irradiance and Sunspot Number. Chinese Science Bulletin, 55, 2010, pp. 2126-2130.
Kolev V., Chapanov Y. Wavelet Coherence of Total Solar Irradiance and Atlantic Climate. arXiv preprint arXiv:2305.02319, 2023.
Marwan N., Romano M. C., Thiel M., Kurths J. Recurrence plots for the analysis of complex systems. Physics reports, 438(5-6), 2007, pp. 237-329. http://www.recurrence-plot.tk/.
Grinsted A., Moore J. C., Jevrejeva S. Application of the Cross Wavelet Transform and Wavelet Coherence to Geophysical Time Series. Nonlinear Processes in Geophysics, 11(5/6), 2004, pp. 561-566.
Stangalini M., Ermolli I., Consolini G., Giorgi F. Recurrence quantification analysis of two solar cycle indices. Journal of Space Weather and Space Climate, 7, A5, 2017.