არაერთგვაროვანი ბრუნვის კონუსისებური მოდელი და ატმოსფერული გრიგალური ჯაჭვის ელემენტების ურთიერთქმედება წრფივ მიახლოებაში
Main Article Content
ანოტაცია
გლობალური ატმოსფერო შეიძლება განვიხილოთ, როგორც ღია თერმოდინამიკური სისტემა, რომლის შიგნით მოქმედებენ სხვადასხვა შემაშფოთებელი ფაქტორები. მაგალითად, წყნარ ატმოსფერულ პირობებშიც კი ოროგრაფია შეიძლება გახდეს დედამიწასა და ატმოსფეროს შორის სტაციონარული სითბური ბალანსის დარღვევის მიზეზი. საზოგადოდ, გრიგალური სტრუქტურების წარმოქმნა ნებისმიერ გაზობრივ თუ თხევად გარემოში სტოქასტიკურად დეტერმინირებულია. ეს ნიშნავს, რომ გრიგალის წარმოქმნის პროცესი, მნივნელოვან წილად, ალბათურია. ამიტომ, ატმოსფერული გრიგალური ველის მათემატიკური მოდელირების დროს რაციონალურია შემთხვევითი ფაქტორების გამორიცხვა კონკრეტული ხელისშემწყობი პირობების გამოკვეთის გზით. მაგალითად, დედამიწის რელიეფის ძლიერი დანაწევრება ხელს უწყობს რეგიონალურ და ლოკალურ მასშტაბებში ჰაერის დინების ტურბულიზაციას. კერძოთ, სუსტი ინტენსივობის ატმოსფერული გრიგალების წარმოქმნის პროცესი მთიან ხეობებში ყოველთვის შეიძლება განვიხილოთ, როგორც ლოკალური სტაბილურობის დარღვევა, რომლის მიზეზია განსხვავებული ოროგრაფიისა და ლანდშაფტების საზღვარზე შექმნილი ტემპერატურული ველის არაერთგვაროვნება. ასევე გრიგალების გენერაცია და მათი დისიპაციის პროცესი ატმოსფეროში ყოველთვის შეიძლება განვიხილოთ, როგორც გარკვეულ სივრცულ მასშტაბებში გარემოს სტაბილურობის დარღვევა, რაც გამოიხატება მისი თერმოდინამიკური პარამეტრების შეშფოთებაში.
Article Details
წყაროები
Kochin N.Ye, Kibel I.A., Roze N.V. Teoreticheskaya gidromekhanika. Moskva, gos. izd. fiz.-mat. lit.,1963, 366 s.
Khantadze A.G., Aburdzhaniya G.D. O probleme sverkhvrashcheniya verkhney atmosfery v polyarnoy oblasti. Izvestiya RAN , Fizika atmosfery i okeana. T. 40, № 3, 2004, c.418-32.
Khvedelidze N. I., Chkhitunidze M., Zhonzholadze N. Model of Local Atmospheric Disturbance of Lower Part of Gorge of River Vere. Transactions of Mikheil Nodia Institute of Geophysics, ISSN 1512-1135, vol. LXX, 2019 pp. 101-112.
Atsyukovskiy V.A. Obshchaya efirodinamika. Moskva, Energoatomizdat, 2003, 584 s.
Khrgian A.KH. Fizika atmosfery, t. 2. Leningrad, Gidrometeoizdat, 1978, 237 s.
Kereselidze Z. A., Lominadze G. J., Salukvadze E.D., Tchania E.B. Regarding the Spontaneous Mechanism of Atmospheric Whirlwind Generation in Narrow Mountain Canyons. Journal of the Georgian Geophysical Society, e-ISSN: 2667-9973, ISSN: 1512-1127, Physics of Solid Earth, Atmosphere, Ocean and Space Plasma, v. 26(2), 2023, pp. 13 – 21.
Kirtskalia V., Kereselidze Z., Dzonzoladze N., Chkhitunidze M. An Analytical Model of an Asymmetrical Temperature Field in the Polar and Auroral Ionosphere. Georgian International Journal of Science and Technology, Vol. 3, Iss. 4, 2012, pp. 381-390. https://www.novapublishers.com/catalog/product_info.php?products_id=32804
Gonchenko S.V., Gonchenko A.S., Kazakov A.O., Kozlov A.D., Bakhanova YU.V. Matematicheskaya teoriya dinamicheskogo khaosa i yeye prilozheniya. Obzor. Chast' 2. Spiral'nyy khaos trekhmernykh potokov. Izv. Vuzov, PND, t. 27, № 1, 2019, 45 s. https://doi.org/10.18500/0869-6632-2019-27-1-xx-xx.
Shuster, G. Determinirovannyy khaos . Moskva., Mir, 1988. - 450 s.
Chikhladze V., Jamrishvili N., Tavidashvili Kh. Tornadoes in Georgia. Int. Sc. Conf. „Natural Disasters in the 21st Century: Monitoring, Prevention, Mitigation“, Proceedings, ISBN 978-9941-491-52-8, Tbilisi, Georgia, December 20-22, 2021, pp. 23-26.
Chikhladze V., Amiranashvili A., Gelovani G., Tavidashvili Kh., Laghidze L., Jamrishvili N. Assessment of the Destructive Power of a Tornado on the Territory of the Poti Terminal on September 25, 2021. II International Scientific Conference “Landscape Dimensions of Sustainable Development Science – Carto/GIS – Planning – Governance”, Dedicated to the 75th Anniversary of Professor Nikoloz (Niko) Beruchashvili, Proceedings, 12-16 September 2022, Tbilisi, Georgia, Ivane Javakhishvili Tbilisi State University Press, 2022, ISBN 978-9941-36-030-5, pp. 275-281, (in Georgian). http://www.dspace.gela.org.ge/handle/123456789/10120
Amiranashvili A., Chikhladze V., Pipia M., Varamashvili N. Some Results of an Expeditionary Study of the Tornado Distribution Area in Kakheti on June 25, 2024. Journal of the Georgian Geophysical Society, e-ISSN: 2667-9973, p-ISSN: 1512-1127, Physics of Solid Earth, Atmosphere, Ocean and Space Plasma, v. 27(1), 2024, pp. 57–76. https://ggs.openjournals.ge/index.php/GGS/article/view/7985
Amiranashvili A., Chikhladze V., Kekenadze E., Pipia M., Samkharadze I., Telia Sh., Varamashvili N. Meteorological Conditions for the Tornado Formation in Kakheti (Georgia) on June 25, 2024. Int. Sc. Conf. “Complex Geophysical Monitoring in Georgia: History, Modern Problems, Promoting Sustainable Development of the Country”, Proceedings, ISBN 978-9941-36-272-9, Publish House of Iv. Javakhishvili Tbilisi State University, Tbilisi, Georgia, October 17-19, 2024, pp. 168 – 171.
Aliyev I. N., Lyatifov R. E. Prostaya model' mekhanizma zarozhdeniya vozdushnykh vikhrey v atmosfere. Vestnik Moskovskogo gos. Oblastnogo universiteta, №2, 2023, s. 6-19, DOI: 10.18384/2310-7251-2023-2-6-19.