ნარიყალას ციტადელის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო მოედნის წინასწარი არქეოგეოფიზიკური კვლევა

Main Article Content

დ. ოდილავაძე
თ. ჭელიძე
ო. იავოლოვსკაია

ანოტაცია

საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთერთი, ისტორიულად ძველი და არქეოლოგიურად მეტად მნიშვნელოვანი ადგილის, ,,ძველი თბილისის“ ტერიტორიაზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო გაჩნდა საჭიროება შესრულებულიყო დაზვერვითი არქეოგეორადიოლოკაციური წინასწარი კვლევა. არქეოგეორადიოლოკაციური გამოკვლევის წინასწარ მონიშნული ტერიტორია გათვალისწინებული იყო სამშენებლო ტექნიკის ოპერირების ადგილად. სამშენებლო პროცესის მიმდინარეობისას შესაძლებელი შეიძლება ყოფილიყო როგორც მიწისქვეშა სიცარიელეების შედეგად მრავალტონიანი სამშენებლო ტექნიკის დაზიანება და უბედური შემთხვევების გამოწვევა, ასევე შესაძლო არქეოლოგიური ძეგლების განადგურება.


არქეოგეორადიოლოკაციურმა კვლევამ გამოავლინა რიგი სიცარელები, შესაძლო არქეოლოგიური ძეგლების არსებობის ნიშნები, მოახდინა მათი ლოკაციების კარტირება.


არქეოგეორადიოლოკაციური სამუშაოები შესრულდა გეორადარ Zond 12e, მონაცემები მოიკრიბა, დამუშავდა და ინტერპრეტირდა პროგრამული უზრუნველყოფით - Prizm 2.6.


ამოცანის მიზანს წარმოადგენდა გეორადიოლოკაციური კვლევა მიწისქვეშა ახლოქვეზედაპირული განლაგების სიცარიელეთა გამოსავლენად.


აღმოჩნდა, რომ საკვლევი ფართობი დატვირთულია მრავალი ფორმისა და შინაარსის სიღრუის შემცველი ობიექტებით. ნიადაგის კონტინენტალურობა დარღვეულია მრავლობითი სიღრუეებით. მათი სიღრმეთა განთავსება მერყობს 0.5მ-დან 5მ-დე და განგრძობითობით 1-5მ.


იდენტიფიცირებულია საზღვარი გეოლოგიურ ფენებს შორის, რომელზედაც შეიძლება განთავსებულიყო ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტის რადიო გამოსახულება, ასეთებია: საძირკველი, გვირაბი, წყალგამტარი ან სხვა ცილინდრული ობიექტი, რომელიც მდებარეობს საძირკვლის ზემოთ და სიგანით 1–1.5 მ არ არის გამორიცხული გეოლოგიური ობიექტის არსებობა.


არქეოლოგიურ-გეოლოგიური თვალსაზრისით, კვლევა მოითხოვს დაწვრილებითი არქეოგეორადიოლოკაციური სამუშაოების  შემდგომ გაგრძელებას.

საკვანძო სიტყვები:
არქეოგეორადიოლოკაციური სამუშაოები, გეორადარი, რადიოსახე, რადაროგრამა.
გამოქვეყნებული: ივლ 21, 2025

Article Details

როგორ უნდა ციტირება
ოდილავაძე დ., ჭელიძე თ., & იავოლოვსკაია ო. (2025). ნარიყალას ციტადელის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო მოედნის წინასწარი არქეოგეოფიზიკური კვლევა. საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების ჟურნალი, 28(1). Retrieved from https://ggs.openjournals.ge/index.php/GGS/article/view/9246
სექცია
სტატიები

წყაროები

Odilavadze D., Kiria J., Ghlonti N., Yavolovskaya O. The Results of archaeogeoradiolocation investigations of the territory inside the Rampart of St. Sophia Church of Khobi. ,,Moambe”, Bulletin of the Georgian National Academy of Sciences, V.14, n.4, 2020, pp. 51-56.

Chelidze T., Odilavadze D., Pitskhelauri K. Archaeogeophysics in Georgia-New Results, New Prospects. Proceedings of the Georgian National Academy of Sciences, Series of History, Archeology, Ethnology and Art History, N 1, 2012.

Odilavadze D., Chelidze T. A preliminary GPR investigation of Metekhi Cathedral and the surrounding area. Journal of the Georgian Geophysical Society, № 14, 2011.

Kofman L., Ronen A., Frydman S. Detection of model voids by identifying reverberation phenomena in GPR records. Journal of Applied Geophysics, (59), 2006, pp. 284-299.

Odilavadze D., Chelidze T., Yavolovskaya. O. Some georadiolocation images of cylindrical bodies built with different dielectric fillers, placed in a dielectric environment. International Scientific Conference "Geophysical Processes in the Earth and its Envelopes", Proceedings, ISBN 978-9941-36-147-0, Tbilisi, Georgia, November 16-17, 2023, pp.217-220.

Odilavadze D., Chelidze T., Ghlonti N., Yavolovskaya O. Determining the presence and structure of a subsurface radioactive burial when interpreting the results of the GPR method by analyzing a three-dimensional rotating radio image. Journal of the Georgian Geophysical Society, e-ISSN: 2667-9973, p-ISSN: 1512-1127, Physics of Solid Earth, Atmosphere, Ocean and Space Plasma, v. 25(1), 2022, pp.21-28.

Odilavadze D., Chelidze T., Yavolovskaya O. The radio image of an object with an elongated, face-fragmented, dielectrically complex structure was studied using the method of georadar physical modeling. Journal of the Georgian Geophysical Society, e-ISSN: 2667-9973, p-ISSN: 1512-1127, Physics of Solid Earth, Atmosphere, Ocean and Space Plasma, v. 27(2), 2024, pp.15–28.