მაგნიტური მიხრილობის ვეივლეტ კოჰერენტული ანალიზი გეომაგნიტური აქტივობის მშვიდ და შეშფოთებების პერიოდებში

Main Article Content

ო. ხარშილაძე
ლ. წულუკიძე
მ. მარტიაშვილი

ანოტაცია

ამ კვლევაში განხილულია დუშეთის გეომაგნიტურ ობსერვატორიაში გაზომილი მაგნიტური მიხრილობის (D) მახასიათებლები და მისი ურთიერთქმედება მზის ქართან გეომაგნიტური აქტივობის მშვიდ და შეშფოთებების პერიოდებში, განსაკუთრებული აქცენტით 2024 წლის 11 მაისის ინტენსიურ შტორმზე. ჩვენ გამოვიკვლიეთ მონაცემები ერთი წუთის რეზოლუციით 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის ივლისამდე. სპექტრალური სიმკვრივის და უწყვეტი ვეივლეტ გარდაქმნის გამოყენებით გამოვიკვლიეთ დომინანტი სიხშირეები. ანალიზი ადასტურებს დღიურ (24 სთ) და (12 სთ) პერიოდების არსებობას მშვიდ პერიოდებში, ასევე გამოკვეთილია 8 საათიანი პერიოდი და აჩვენებს სპექტრის მნიშვნელოვან გაფართოებას შტორმის დროს. ამის შემდეგ გამოვიყენეთ ვეივლეტ კოჰერენტული ანალიზი, რათა შეგვეფასებინა D-ის და IMF-ის მოდულის (B), მისი z კომპონენტის (Bz) და მზის ქარის სიჩქარის (v) კავშირი. შედეგები აჩვენებს განსხვავებულ მექანიზმებს: B-თან კოჰერენტულობა დამოკიდებულია შტორმის ინტენსივობაზე და მეტია მძლავრი 11 მაისის შტორმის დროს, ხოლო Bz-თან  შეინიშნება მნიშვნელოვანი კოჰერენტობა როგორც ძლიერ (11 მაისი), ისე შედარებით მსუბუქი (19 აპრილი) შტორმების დროს, რაც ადასტურებს Bz-ის მნიშვნელობას მიუხედავად გეომაგნიტური შტორმების ინტენსივობისა. ეს კვლევა ადასტურებს ვეივლეტ კოჰერენტობის ეფექტურობას მზის ქარისა და მაგნიტოსფეროს კავშირის შესაფასებლად.

საკვანძო სიტყვები:
მაგნიტური მიხრილობა, მაგნიტური შტორმი, პლანეტათშორისი მაგნიტური ველი, ვეივლეტ ანალიზი, ვეივლეტ კოჰერენტობა
გამოქვეყნებული: ივლ 21, 2025

Article Details

როგორ უნდა ციტირება
ხარშილაძე ო., წულუკიძე ლ., & მარტიაშვილი მ. (2025). მაგნიტური მიხრილობის ვეივლეტ კოჰერენტული ანალიზი გეომაგნიტური აქტივობის მშვიდ და შეშფოთებების პერიოდებში. საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების ჟურნალი, 28(1). Retrieved from https://ggs.openjournals.ge/index.php/GGS/article/view/9252
სექცია
სტატიები

წყაროები

Merrill R. T., McElhinny M. W., McFadden P. L. The Earth's magnetic field: its history, origin and planetary perspective. Academic Press, 1998.

Kivelson M. G., Russell C.T. Introduction to Space Physics. Cambridge University Press, 1995.

Gonzalez W.D., Joselyn J.A., Kamide Y., Kroehl H.W., Rostoker G., Tsurutani B.T., Vasyliunas V. M. What is a geomagnetic storm? Journal of Geophysical Research: Space Physics, 99(A4), 5771-5792, 1994.

Campbell W.H. Introduction to Geomagnetic Fields. Cambridge University Press, 2023.

Matzka J., Stolle C., Yamazaki Y., Bronkalla O., Morschhauser A. The geomagnetic Kp index and derived indices of geomagnetic activity. Space Weather, 19(5), e2020SW002641, 2021.

Sugiura M., Kamei, T. Equatorial Dst index 1957-1986. IAGA Bulletin No. 40. World Data Center C2 for Geomagnetism, 1991.

Akasofu S.I. The latitudinal profile of the Dst index. Journal of Geophysical Research: Space Physics, 116(A12), 2011.

King J.H., Papitashvili N.E. Omni, combined solar wind plasma moments and interplane-tary magnetic field (IMF) time-shifted to the nose of the Earth’s bow shock, plus geomagnetic indices, 1 min data. NASA Space Physics Data Facility, 2020.

Torrence C. Compo, G.P. A Practical Guide to Wavelet Analysis. Bulletin of the American Meteorological Society, 79, 61–78, 1998.

Grinsted A., Moore J.C., Jevrejeva S. Application of the cross wavelet transform and wavelet coherence to geophysical time series. Nonlinear Processes in Geophysics, 11, pp. 561–566, 2004.

Percival D. B., Walden, A.T. Spectral Analysis for Physical Applications. Cambridge University Press, 1993.

Chapman S., Bartels J. Geomagnetism. Oxford University Press, 1940.

Russell C.T. Space physics: An introduction. Cambridge University Press, 2016.