ახალდაბაში (თბილისის გარეუბანი, საქართველო) მეწყრული პროცესების რეტროსპექტული ანალიზი, 2015 წლის 13-14 ივნისი

ავტორები

  • ა. ამირანაშვილი M. Nodia Institute of Geophysics of I. Javakhishvili Tbilisi State University
  • თ. ჭელიძე M. Nodia Institute of Geophysics of I. Javakhishvili Tbilisi State University
  • Tengiz V. Kiria M. Nodia Institute of Geophysics of I. Javakhishvili Tbilisi State University
  • დ. სვანაძე M. Nodia Institute of Geophysics of I. Javakhishvili Tbilisi State University
  • თ. წამალაშვილი A. Janelidze Geological Institute of I. Javakhishvili Tbilisi State University
  • ნ. ვარამაშვილი M. Nodia Institute of Geophysics of I. Javakhishvili Tbilisi State University

საკვანძო სიტყვები:

ატმოსფერული ნალექები, რადიოლოკაციური დაკვირვებები, მეწყერები

ანოტაცია

სტატიაში წარმოდგენილია 2015 წლის 13-14 ივნისს ახალდაბის რაიონში (თბილისის გარეუბანი, საქართველო) მომხდარი მცირე მეწყერების სერიამდე ნალექების ინტენსივობის  რადიოლოკაციური გაზომვების ანალიზის შედეგები. კერძოდ, მიღებული იქნა შემდეგი შედეგები. 2015 წლის 13 ივნისის 20:49 საათიდან 23:58 საათამდე ღრუბლის მაქსიმალური რადიოლოკაციური არეკვლის ზონაში კუმულაციური ნალექების დროითი სვლა მეხუთე ხარისხის პოლინომის ფორმას ატარებს. 23:58 საათისთვის კუმულაციური ნალექების რაოდენობა 402.8 მმ-ს შეადგენდა. მცირე მეწყერების დაგროვილი რაოდენობის დროითი სვლა 2015 წლის 13 ივნისის 22:30 საათიდან 2015 წლის 14 ივნისის 01:00 საათამდე მესამე ხარისხის პოლინომის ფორმას ატარებს. 1:00 საათისთვის მეწყერების რაოდენობა 98 იყო.

მიღებულია მეწყერების დაგროვილი ჯამის დამოკიდებულება დაგროვილი ნალექების რაოდენობაზე ერთსაათიანი წინსწრები დროით, რომელსაც მესამე ხარისხის პოლინომის ფორმა აქვს. მეწყერების რაოდენობის სწრაფი ზრდა შეინიშნება დაგროვილი ნალექების ზრდასთან ერთად (ერთსაათიანი წინსწრები დროით).

ეს კვლევა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ნალექების ინტენსივობის რადიოლოკაციური გაზომვები შეიძლება  ეფექტური ინსტრუმენტი იყოს მეწყერების წარმოქმნაში ნალექების როლის შესასწავლად, ასევე მათი გააქტიურების მოკლევადიანი პროგნოზირებისთვის, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც მიწისზედა ნალექების გაზომვები არ არის ხელმისაწვდომი.

Downloads

გამოქვეყნებული

2026-08-21

ციტირების წესი

ამირანაშვილი ა., ჭელიძე თ., Kiria, T. V., სვანაძე დ., წამალაშვილი თ., & ვარამაშვილი ნ. (2026). ახალდაბაში (თბილისის გარეუბანი, საქართველო) მეწყრული პროცესების რეტროსპექტული ანალიზი, 2015 წლის 13-14 ივნისი. საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების ჟურნალი, 29(1), 50–59. Retrieved from https://ggs.openjournals.ge/index.php/GGS/article/view/12084