აკუსტიკა გეოფიზიკაში და გეომექანიკაში
Main Article Content
ანოტაცია
სხვადასხვა პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი,...) მიმდინარეობისას შეიძლება მოხდეს აკუსტიკური გამოსხივების ინიცირება. აღძრული აკუსტიკური ტალღების რეგისტრაციით და ანალიზის საშუალებით შესაძლებელია ჩვენთვის საინტერესო მოვლენებზე მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთება. პასიური და ხშირ შემთხვევაში აქტიური მეთოდებით შესაძლებელია გარემოს, შენობა-ნაგებობების, ცოცხალი ორგანიზმების გამოკვლევა მათი დაზიანების გარეშე. ნაშრომში წარმოდგენილია მეწყრული პროცესების მიმდინარეობისას აკუსტიკური იმპულსების აღძვრის ლაბორატორიული მოდელირების ექსპერიმენტები და მისი შედეგები. განხილულია აკუსტიკური მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და პროგნოზისათვის. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა მცირე დანახარჯებით შეიქმნას მეწყრის მონიტორინგისა და ადრეული შეტყობინების სისტემა. ნაშრომში ასევე წარმოდგენილია, ულტრაბგერითი გაშუქების, დრეკადი ტალღების სიჩქარეების გაზომვის და ტომოგრაფიის მეთოდებით, რამდენიმე ეკლესიის კედლების მექანიკური მახასიათებლების, დაზიანების ხარისხის შესწავლის შედეგები.
Article Details
წყაროები
Varamashvili N., Chelidze T., Devidze M., Chikhladze V. Laboratory and mathematical modeling of landslides triggered by external factors. Field research. Transactions of Mikheil Nodia Institute of Geophysics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, vol. LXVIII, Monography, Tbilisi, 2017 (in Georgian).
Dixon, N., Hill, R., Kavanagh, J. Acoustic emission monitoring of slope instability: Development of an active wave guide system. Institution of Civil Engineers Geotechnical Engineering Journal, 156, 2, 2003, 83-95
Varamashvili N., Chelidze T., Chelidze Z., Chikhladze V., Tefnadze D. Acoustic pulses detecting methods in granular media. Journal of Georgian Geophysical Society, v. 16, 2013.
Varamashvili N., Chelidze Z., Chelidze T. Acoustic pulses generated by landslide activation: laboratory modeling. Journal of Georgian Geophysical Society, v. 17, 2014.
Heutschi K. Lecture Notes on Acoustics I. Swiss Federal Institute of Technology, ETH Zurich, 2016.
Varamashvili N., Chelidze T., Chelidze Z., Gigiberia M., Ghlonti N. Acoustical methods in geodynamical and geomechanical problems. International Scientific Conference „Modern Problems of Ecology“, Kutaisi, Georgia, 21-22 September, 2018, (in Georgian)
Chelidze T., Varamashvili N., Chelidze Z., Kiria T., Ghlonti N., Kiria J., Tsamalashvili T. Cost-effective telemetric monitoring and early warning systems for signaling landslide initiation. Mikheil Nodia Institute of Geophysics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Monography, Tbilisi, 2018.