კავკასიის ინდუსტრიულ ცენტრებში ჰიპოთეტური მძლავრი ავარიების შემთხვევებში ჰაერის შესაძლო დაბინძურების რიცხვითი გამოკვლევ

Main Article Content

Avtandil A. Kordzadze
Aleksandre A. Surmava
Vepkhia G. Kukhalashvili

ანოტაცია

კავკასიაში ატმოსფერული პროცესების განვითარების რეგიონალუ¬რი რიცხვითი მოდელისა, პასიური და რადიოაქტიური მინარევის გავრცელების განტოლების გამოყენებით შესწავლილია კავკასიის ატმოსფეროს შესაძლო დაბინძურება კავკასიის ინდუსტრიულ ცენტრებში დამაბინძურებელი ნივთიერებების ჰიპოთეტური ავარიული ამოფრქვევების შემთხვევებში. დაბინძურების გავრცელება შესწავლილია ოთხი ძირითადი სინოპტიკური სიტუაციის დროს, როდესაც ქრიან დასავლეთის, ჩრდილოეთის, აღმოსავლთის და სამხრეთის ფონური ქარები.  ნაჩვენებია, რომ კავკასიის რეგიონის რელიეფი ძლიერ მოქმედებს მინარევების გავრცელების ტრაექტორიაზე. ჩრდილო-დასავლეთით ორიენტირებული მთავარი კავკასიონის ქედი ეწინააღმდეგება რა ჰაერის მოძრაობას ჩრდილოეთის მიმართულებით აიძულებს დამაბინძურებელ ნივთიერებას ატმოსფეროს სასაზღვრო ფენაში გარსშემოედინოს ქედს ჩრდილო-დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხრებიდან და შემდგომ გავრცელდეს ჩრდილოეთ კავკასიაში. ლიხის ქედი, ეწინააღმდეგება რა ქ. ფოთში ამოფრქვეულ დამაბინძურებელ ნივთიერებას გავრცელდეს აღმოსავლეთით იწვევს დაბინძურების გავრცელებას სამხრეთით. ნაჩვენებია, რომ 48 საათია საჭირო იმისათვის, რომ დაბინძურების ღრუბელი გადაევლოს სამხრეთ კავკასიასა და გავრცელდეს ჩრდილოეთ კავკასიაში. რადიოაქტიური ნუკლიდები შეიძლება დაილექოს სამხრეთ კავკასიის ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავ;ეთ ნაწილებში. რადიოაქტიური დანალექის ზონა არის გაჭიმული ფონური დინების გასწვრივ და დეფორმირებულია რელიეფის გავლენით. მნიშვნელოვანი რადიაციული დანლექის ზონის სიგრძე დაახლოებით 750 კმ-ს შეადგენს სამხრეთ-დასავლეთის ფონური ქარის შემთხვევაში და 350 კმ-ს სხვა შემთხვევებში. ამ ზონის მაქსიმალური სიგანე არ აღემატება 150 კმ-ს. 
გამოქვეყნებული: Aug 11, 2014

Article Details

როგორ უნდა ციტირება
Kordzadze, A. A., Surmava, A. A., & Kukhalashvili, V. G. (2014). კავკასიის ინდუსტრიულ ცენტრებში ჰიპოთეტური მძლავრი ავარიების შემთხვევებში ჰაერის შესაძლო დაბინძურების რიცხვითი გამოკვლევ. საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების ჟურნალი, 16, 13–23. Retrieved from https://ggs.openjournals.ge/index.php/GGS/article/view/658
სექცია
სტატიები

წყაროები

UNSCEAR, 1988 REPORT. Annex D. Exposures from the Chernobyl accident. http://www.unscear.org/docs/reports/1988annexd.pdf

Fukushima Accident 2011. http://www.world-nuclear.org/info/fukushima_accident_inf129.html.

Sources and Effects of Ionizing Radiation. United Nations Scientific Committee on the Effects of Atomic Radiation. UNSCEAR - 2008. Peported to General Assembly with Scientific Annexes/ 179 p. http://www.unscear.org/docs/reports/2008/11-80076_Report_2008_Annex_D.pdf

Turkey’s Energy Minister: “Metsamor Nuclear Power Plant in Armenia must be closed” http://en.apa.az/news.

Turkey warns Armenia about 40-year old nuclear plant http://www.trdefence.com/2011/04/18 /turkey-warns-armenia-about-40-yo-nuclear plant/.

Azerbaijan Urges UN to Halt Armenian Nuclear Plant http://en.rian.ru/world/20120423/172992199.html.

A. A. Surmava, B. A. Mishveladze, T. P. Davitashvili. Numerical modeling of the pollution transfer in the Caucasus atmosphere emitted from hypothetical source in case of background western wind. J. Georgian Geophys. Soc., 2009, v. 13 B,pp. 15-21.

A. Surmava, A. A. Kordzadze, D. I. Demetrashvili, V. G. Kukhalashvili. Numerical investigation of the influence of the Caucasus relief on the distribution of hydrometeorological fields. Izvestia, Atmospheric and Oceanic Physics, 2007, v. 43, No. 6, pp. 722-730.

Berliand M. E. The current problems of the atmospheric diffusion and diffusion of atmosphere.Gidrometeoizdat, Leningrad. 1975, 448 p.

Y. Roustan, C. Birman, M. Bocquet, Camille Birman, P. Tran. Atmospheric dispersion of radionuclides from the Fukushima-Daichii nuclear power plant. Map of ground deposition of caesium-137 for the Fukushima-Daichii accident. http://cerea.enpc.fr/en/fukushima.html.

J. Brandt, J. H. Christensen, and L. M. Frohn. Modelling transport and deposition f cesium and iodine from Chernobyl accident using the DREAM model. Atmos. Chem. Phys. Discuss. 2002, v. 2, pp. 828-874. www. Atmos-che-phys.org/acpd/2/825 /.