ბეტონის სტრუქტურების კომპლექსური კვლევა ულტრაბგერითი და გეორადიოლოკაციური მეთოდებით
Main Article Content
ანოტაცია
ჩვენი კვლევის საგანი იყო, გეორადიოლოკაციური და ულტრაბგერითი მეთოდებით, ცაგერის წყალშემკრების თანამედროვე მდგომარეობის შესწავლა. გამოყენებულ იქნა გეორადარი Zond 12e. გეორადარული მონაცემები შეკრებილ და დამუშავებულ იქნა საშტატო კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფით Prizm 2.7. გეორადარის საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა გარემოში არსებული სიცარიელეების, ბზარების, შესუსტებული გარემოს გამოყოფა. შესაძლებელია ასევე გარემოს დატენიანების ხარისხის განსაზღვრა. გეორადილოკაციის მეთოდით სხვადასხვა გარემოს შესასწავლად გამოიყენება სხვადასხვა სიხშირის ანტენები. ჩვენი კვლევისას გამოყენებული იქნა 1 მგჰც, ა.5 მგჰც და სხვა სიხშირის ანტენები. გარემოს მექანიკური პარამეტრების განსაზღვრისათვის და მისი სტრუქტურის დადგენისთვის ასევე ეფექტური საშუალებაა ულტრაბგერითი მეთოდი. წარმოდგენილ სამუშაოებში გამოყენებული იქნა შვეიცარული კომპანიის PROCEQ-ის მიერ წარმოებული ულტრაბგერითი აპარატურა, იმპულსური ექო გადამწოდი - Pundit PL-200PE. მიღებული მასალის დამუშავება შესრულდა Pundit - 200 და Pundit – 20PE-ს სამუშაო პროგრამის “PL-Link” საშუალებით. ულტრაბგერითი აპარატურით შესაძლებელია გარემოში არსებული სიცარიელეების, ბზარების გამოყოფა და მათი გეომეტრიული პარამეტრების შესწავლა. ასევე გარემოს მექანიკური მახასიათებლების დადგენა. ერთი და იგივე უბნების კვლევისას რადიოლოკაციით და ულტრაბგერითი მეთოდებით მიღებული შედეგები ერთმანეთთან საკმაოდ კარგ კორელაციაშია სტრუქტურის დადგენის თვალსაზრისით და ერთმანეთს ავსებენ გარემოს მექანიკური პარამეტრების და სტრუქტურის დეტალების განსაზღვრის კუთხით.
Article Details
წყაროები
Varamashvili N., Chelidze T., Devidze M., Chikhladze V. Laboratory and mathematical modeling of landslides triggered by external factors. Field research. Transactions of Mikheil Nodia Institute of Geophysics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University, vol. LXVIII, Monography, Tbilisi, 2017, (in Georgian).
Chelidze T., Varamashvili N., Chelidze Z., Kiria T., Ghlonti N., Kiria J., Tsamalashvili T. Costeffective telemetric monitoring and early warning systems for signaling landslide initiation. Mikheil Nodia Institute of Geophysics of Ivane Javakhishvili Tbilisi State University. Monography. Tbilisi, 2018 (in Georgian).
Varamashvili N., Chelidze T., Chelidze Z., Chikhladze V., Tefnadze D. Acoustic pulses detecting methods in granular media. Journal of Georgian Geophysical Society, 2013, v. 16.
Varamashvili N., Chelidze T., Chelidze Z., Gigiberia M., Ghlonti N. Acoustical methods in geodynamical and geomechanical problems. International Scientific Conference „Modern Problems of Ecology“, Kutaisi, Georgia, 21-22 September, 2018, (in Georgian)
Varamashvili N., Chelidze T., Chelidze Z., Gigiberia M., Ghlonti N. Acoustics in Geophysics and Geomechanics. Journal of Georgian Geophysical Society, v. 21, 2019
Heutschi K. Lecture Notes on Acoustics I. Swiss Federal Institute of Technology, ETH Zurich, 201
Tomographic reconstruction for concrete using attenuation of ultrasound H.K. Chai, S. Momoki, Y.Kobayashi, D.G.Aggelis, T.Shiotani. NDT&E International 44, 2011
Varamashvili N., Asanidze B., Jakhutashvili M. Ultrasonic methods for assessing the state of hydrotechnic concrete structures. International scientific conference, Natural Disasters in Georgia: Monitoring, Prevention, Mitigation. Proceedings, 2019, (in Georgian)
Gucunski N., Imani A., Romero F., Nazarian S., Yuan D., Kutrubes D. Nondestructive Testing to Identify Concrete Bridge Deck Deterioration. Strategic Highway Research Program. Transportation research bord, WASHINGTON, D.C. 2013
Bigman D. P. GPR Basics: A Handbook for Ground Penetrating Radar Users. Bigman Geophysical, LLC. Suwanee, GA, 2018