ვკბ მეთოდის ცდომილების შეფასება გრატონის კინემატიკური მოდელის გამოყენებით დედამიწის მაგნიტური სასაზღვრო ფენის ამოცანისათვის

Main Article Content

Marina Chkhitunidze
I. Khvedelidze
Nino. Dzhondzoladze

ანოტაცია

განხილულია დედამიწის მაგნიტური სასაზღვრო ფენის ბრტყელი მოდელი, რომელიც შეესაბამება მაგნიტოსფეროს მერიდიონალურ კვეთას. ამოხსნილია  ე.წ.  ჟიგულევის  პირველი გვარის მაგნიტური სასაზღვრო ფენის შესაბამისი მაგნიტური ინდუქციის ერთკომპონენტიანი განტოლება, რომელშიც სიჩქარეთა ველი მოცემულია კუმშვადი მზის ქარისათვის მოდიფიცირებული გრატონის კინემატიკური მოდელით. მიღებულია ამ განტოლების ზუსტი რიცხვითი ამონახსნი და მიახლოებითი ანალიზური ამონახსნი ვკბ მეთოდით. სასაზღვრო პირობები  შეესაბამება კრიტიკული წერტილების შემცველ არეს მაგნიტოსფეროს დღის მხარეზე და ღამის მხარეზე, ანუ პლაზმოსფეროზე. განსაზღვრულია ვკბ მეთოდის ცდომილება ( %) და ამ მეთოდის გამოყენების არის ხაზოვანი ზომა. შეფასებულია მზის ქარის კუმშვადობის ეფექტი, რომელიც მაგნიტოპაუზაზე და პლაზმოპაუზის მიმდებარე არეში საკმაო გავლენას უნდა ახდენდეს მაგნიტური ველის განაწილების ტოპოლოგიურ სურათზე.
გამოქვეყნებული: Aug 11, 2014

Article Details

როგორ უნდა ციტირება
Chkhitunidze, M., Khvedelidze, I., & Dzhondzoladze, N. (2014). ვკბ მეთოდის ცდომილების შეფასება გრატონის კინემატიკური მოდელის გამოყენებით დედამიწის მაგნიტური სასაზღვრო ფენის ამოცანისათვის. საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების ჟურნალი, 16, 47–52. Retrieved from https://ggs.openjournals.ge/index.php/GGS/article/view/662
სექცია
სტატიები

წყაროები

Pudovkin M.L.,Semenov V.S. The reconnection theory and interaction of solar wind with the Earth’s magnetosphere. Moscow,”Nauka”, 1985, 125p. (in Russian)

Kereselidze Z.A. MHD Effects of finite electric conductivity of solar wind near the Earth’s Magnetosphere. Tbilisi,State Univ. Press.,1986, 122p. (in Russian)

Parker E.N. Comments on the reconnection rate of magnetic fields. J. Plasma Physics, 1973, v.9. p.1,pp. 49-63.

Kereselidze Z., Kirtskhalia V., Chkhitunidze M., Kalandadze I. On Modeling of Magnetic Boundary Layer on the Dayside Magnetosphere. Georgian International Journal of Sci. and Teq.,2008, ISSN 1939-5925,vol.1№3,pp.249-256. https://www.novapublishers.com/catalog/product_info.php?products_id=13354

Chkhitunidze M. DCF- current Magnetic Effect in the Focal Area of the Magnetosphere and the Gratton Model Modification in a Compressible Medium. Bulleting the Georgian academy of sciences. 2013, v.7, №3

Sergeev V.A., Ciganenko N.A. Magnetosphere of Earth. M., Science, 1980, 174 p.(in Russian)

Buznikova L.I. Iotkovsky B.G., Kirillov. About applicability of a method of consecutive approximations for interface calculation at a magnetohydrodynamic current in channels. Publishing house Academy of Sciences of the USSR, 1969, I, p.143-148. (in Russian)

J. Metyuz, R. Walker. Mathematical methods of physics. Publishing house, Moscow "Atomizdat ",1972, 401p. (in Russian)